რუსთავში გარე კამერების ჩანაწერებიც იშიფრება, ვიკვლევთ ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულებს - რწმუნებული 

03 აპრილი 2020, 11:53 1631 ნახვა

რუსთავის საკრებულოს წევრს, ასევე მის მშობლებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამ ეტაპზე სულ 4 პირია ინფიცირებული. 

საკრებულოს დეპუტატის დედა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია. 

რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, covid-19-ზე ასევე ჩაუტარდათ ტესტირება დეპუტატის ოჯახის წევრებსაც, მეუღლესა და შვილებს. პასუხები კი მოგვიანებით იქნება ცნობილი.

''რისკები შესწავლილია და ადამიანები თვითიზოლაციის მკაცრ რეჟიმზე არიან. ნაწილი კარანტინშია. საკარანტინო სივრცეში 60 ადგილამდე გვაქვს, თუ კი ამის საჭიროება დადგა. პოლიციას აქვს მითითება და ისინიც აკონტროლებენ სიტუაციას. გარე კამერების ჩანაწერების გაშიფრვაც მიმდინარეობს და ვიკვლევთ ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულებს. გადაწყვეტილია, რომ თერმოსკრინიგი გამკაცრდება და სადეზინფექციო სამუშაოებიც ჩატარდება, სადაც ამის საჭიროებაა'' - უთხრა ჟურნალისტებს რწმუნებულმა. 

შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, თვითიზოლაციაში გადავიდნენ კომპანია მაგთის თანამშრომლები, რომლებიც ერთ-ერთი ინფიცირებული პირის ოჯახში იმყოფებოდნენ და გარკვეული ტიპის სამუშაოები ჩაატარეს. 

''ამ შემთხევაში იზოლაციაში მყოფ პირებს რაიმე სიმპტომი არ აქვთ, მაგრამ გართულებები რომ ავიცილოთ თავიდან მკაცრი ზომები ამიტომ მივიღეთ. ოჯახს ყავდა გამოძახებული კომპანიის წარმომადგენლები და სამკაციანი ჯგუფი მივიდა. ყველა მათგანი იზოლაციაშია'' - ამბობს რწმუნებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი