საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ შორის ერთი ბათუმში. პაციენტმა კლინიკა გუშინ დატოვა. გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა ქალია.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281.