საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა.
3 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1813 ლარი ეღირება, ევრო – 3.4778 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.9629 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2413 ლარი ღირდა.