ბათუმელ მედროშედ ცნობილი თემურ ქათამაძის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ დაკავებულმა თავად უთხრა მისივე ინტერესების დამცველს.
როგორც ადვოკატი მარიამ გაბროშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ბათუმელი მედროშის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაადგილება უჭირს, უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე.
როგორც ადვოკატი ამბობს, კომუნიკაცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სახალხო დამცველის აპარატთან.
თემურ ქათამაძე 47-ე დღეა შიმშილობს.