ბათუმის ინფექციურში ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით რვა პირი შეიყვანეს

02 აპრილი 2020, 17:04 2087 ნახვა

ბათუმის ე.წ. ცხელების ცენტრში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული რამდენიმე წუთის წინ ტემპერატურის მატებითა და სხვა რესპირატორული დაავადებების ნიშნებით რვა პირი შეიყვანეს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თითოეულ მათ მდგომარეობას შეისწავლიან და ტესტებს ჩაუტარებენ.

დილიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტის პასუხს ელოდებოდნენ, 5 მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა,  2-ის პასუხს კი კლინიკაში ამ დრომდე ელოდებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი