ქობულეთის ბაზარში 126 მაღაზიიდან მხოლოდ 14 მუშაობს 

02 აპრილი 2020, 16:16 2166 ნახვა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით სენაკის, ფოთის და ზუგდიდის ყველაზე დიდი აგრარული ბაზრების დროებით დახურვის ბრძანება გაიცა, რომელსაც ბაზრის ადმინისტრაცია უნდა დაემორჩილოს.

ამ დროისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული, მოცულობით ყველაზე დიდი ბაზრის, სრულად დახურვის ბრძანება ადმინისტრაციას არ მიუღია. მსგავსი რეკომენდაცია არც მერიას გაუცია, თუმცა ბაზრის დიდი ნაწილი  დაკეტილია. ძირითადად ეს ეხება სამრეწველო და სანტექნიკის მაღაზიებს. ბაზარში ნებადართულია იმ  პროდუქციის  გაყიდვა,  რომელიც სახელმწიფო რეგულაციის ფარგლებში არის შესაძლებელი.  

ბაზარში არსებული, 126-მაღაზიიდან, ამ დროისთვის 14- მუშაობს, ისიც მცირე დატვირთვით - დილის 9-საათიდან, საღამოს 6-საათამდე. 

"რეკომენდაციები მივიღეთ სურსათის უვნებლობის სამსახურიდან და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით ყოველ დღე ვახდენთ მონიტორინგს და ამასთან ხდება ბაზრის ტერიტორიის სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება და დასუფთავების სამუშაოები. ჩვენ თავად დავურიგეთ,  დახლებზე მომუშავე პერსონალს ანტისეპტიკური ხსნარები და სპეციალური ფორმები, რათა დაცული იყოს, მომხმარებელს და გამყიდველს შორის  სოციალური დისტანცია"- ამბობს შპს "ოქროს არწივის“ დირექტორი, ანჟელა ხაჯიშვილი .

ბაზარში მყიდველები და გამყიდველები ფასების  მატებაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი, რის გამოც მათ ყიდვისა და რეალიზაციის საშუალება არ აქვთ.​

 

 

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი