მოქალაქეებს, რომლებსაც ელ.ენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ

02 აპრილი 2020, 11:37 1369 ნახვა

მოქალაქეებს, რომლებსაც ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადზე სახელმწიფო სუბსიდიის გამოყენების სურვილი არ აქვთ, შეთავაზებაზე უარის თქმა შეუძლიათ, ასეთმა აბონენტებმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მომარაგებაზე პასუხისმგებელ შესაბამის კომპანიებს უნდა მიმართონ, რომლებიც სიებს დააკორექტირებენ

მთავრობაში განმარტავენ, რომ  ადამიანების სუბსიდია, რომლებიც სახელმწიფოს დახმარებაზე უარს იტყვიან, სხვა მოქალაქეებს მოხმარდებათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდება.

სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ენერგო-პრო ჯორჯია, ბათუმის წყალი და სანდასუფათავების სამსახური, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების 3 თვის განმავლობაში სუბსიდირების საკითხზე და ვის დაუფარავს სახელმწიფო გადასახადს.  

გუშინ სოკარ-ჯორჯია გაზში განაცხადეს, რომ იმ აბონენტებს, რომელთაც უკვე გადაიხადეს მარტის გადასახადი და მოხმარებული ჰქონდათ ბუნებრივი აირი არაუმეტეს 200 მ3-სა  სუბსიდიის თანხა აესახებათ პირად ბარათზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი