თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია კორონავირუსზე საეჭვო დიაგნოზით გადაყვანილი ერთ-ერთი ექიმი, რომელსაც ვირუსზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა მას ჯერ pcr ტესტირება არ ჩატარებია.
"მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული, ამიტომ მას მე არ განვიხილავ როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩაუტარდება მოლეკულური ანალიზი და თუ ამის შემდეგ პასუხი დადებითი იქნება, ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული. ამიტომ ახლა არ გეუბნებით, რომ მას დადასტურებული აქვს ვირუსი"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.