"ერთი ტესტი უარყოფითი მოვიდა, ხვალ ველოდებით მეორე ანალიზის პასუხს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ისიც უარყოფითი იქნება და ერთი პაციენტი დატოვებს ბათუმის მედალფას კლინიკას," - ამის შესახებ მედლფას კლინიკურმა მენეჯერმა, გააკეთა.
მისი თქმით, პაციენტი კარანტინში 18 დღის წინ შევიდა, კლინიკაში კი მე-12 დღეა იმყოფება.
ბათუმში 8 დადასტურებული კოვიდ შემთხვევაა, ყველა პაციენტი მედალფას კლინიკაში არის მოთავსებული. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 70 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. ერთ პაციენტს კი პნევმონია აქვს.