ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 17 მოქალაქემ დაარღვია

01 აპრილი 2020, 15:42 56316 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათი 17 -მა მოქალაქემ დაარღვია.

"ჩვენ უფრო მეტს ველოდით, მაგრამ ძალიან მცირე ადამიანმა დაარღვია საგანგებო რეჟიმი, რომელიც ამოქმედდა. სულ 17 დარღვევა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ სხვა  მოლოდინი გვქონდა" - უთხრა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, რომელიც შიდა ქართლში, ერგნეთში იმყოფებოდა. 

რაც შეეხება ზოგად ინფორმაციას, მინისტრის განცხადებით, ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 350 ფიზიკური და 15-მდე იურიდიული პირია დაჯარიმებული.

უწყების ვებგვერზე კი ნათქვამია, რომ ღამემ მშვიდად ჩაიარა და ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ.

"მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად, ღამემ მშვიდად ჩაიარა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული დარღვევევის შემთხვევებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა."

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი