საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება.
სემეკის დადგენილებით, ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულება 100 კილოვატამდე 14.23 თეთრია, ხოლო 101-300 კილოვატ საათამდე - 18.21 თეთრი.
შესაბამისად, თუ თქვენ წერთ 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას, ანუ გადასახადი მოვიდა 36 ლარის ოდენობით, დავალიანებას სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს.
რაც შეეხება გაზს, სემეკის დადგენილებით, ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება დიფერენცირებულია რეგიონისა და ქალაქების მიხედვით, ასევე განსხვავება 2018 წლამდე რეგისტრირებულ აბონენტებისა და 2008 წლის შემდეგ რეგისტირებულებისთვის.
სამომხმარებლო ტარიფი 2008 წლის 1 აგვისტომდე არსებული აბონენტებისთვის
1 კუბამეტრი 44.43 თეთრი ღირს, ანუ ბიუჯეტიდან 88- ლარამდე მოსული დავალიანება დაიფარება.
2008 წლის 1 აგვისტოდან არსებული აბონენტებისთვის ტარიფი -
54.7 -ია, შესაბამისად მათ 111 ლარამდე დავალიანება გადაეფარებათ
"სახელმწიფო აუნაზღაურებს ბუნებრივი აირის გადასახადს იმ ოჯახებს, რომლებიც თვის განმვალობაში მოიხმარენ არა უმეტეს 200 კუბურ მეტრს. ასეთი სულ 671 000 ოჯახია. ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა ელ. ენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში და ასეთი 1 200 000 ოჯახია, მათ გადასახადს სახელმწიფო აუნაზღაურებს მარტის, აპრლის და მაისის განმავლობაში" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.