ერთი მძიმე პაციენტი კიდევ დაგვემატა - მარინა ეზუგბაია

01 აპრილი 2020, 10:46 1690 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, კლინიკაში გუშინ კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. სულ კი სამედიცინო დაწესებულებაში 32 ინფიცირებუყლი მკურნალობს. 

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ახალი პაციენტიდან ორი მათ ცენტრშია მოთავსებული.

''გუშინ დღე-ღამეში მხოლოდ შვიდი დადასტურებული შემთხვევაა, ამ შვიდიდან ორი ჩვენთანაა. დანარჩენი კოვიდის მიმღებ სხვა ცენტრებშია გადანაწილებული. საქართველოში უკვე მსგავსი 9 ცენტრია. 115 პაციენტიდან 51 ჩვენი კლინიკისაა. დაგვემატა ერთი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელმაც გუშინ დატოვა ჩვენი ცენტრი. ჩვენს კლინიკას უკვე ყავს 19 გამოჯანმრთელებული პაციენტი, სამი არის საჩხერეში. ჯამში  საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 22 პირია. 

დღევანდელი მონაცემებით არ შეცვლილა პაციენტების მდგომარეობა. დაგვემატა კიდევ ერთი მძიმე პაციენტი. მისი მდგომარეობა კრიტიკული არაა. დანარჩენი 4 კვლავ მძიმეა. 

ბოლო ორი პაციენტის წყარო არის დაუდგენელი, ჯერჯერობით ვერ ხდება პირველწყაროს დადგენა. ამ ერთ-ერთი ჯგუფიდან არის ორი პაციენტი, რომელიც ჩვენთან შემოვიდა. ამათი წყარო ცნობილია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 პაციენტს დაუდასტურდა და მაჩვენებელი 115-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული - 22.

კარანტინის რეჟიმში - 5106 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი 294. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი