რამდენიმე წუთის წინ თბილისის აეროპორტში ამსტერდამიდან, სპეციალური ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია ავტობუსები და სპეციალურად ეკიპირებული მედპერსონალი. მგზავრები აეროპორტის შენობაში გაივლიან სქრინინგს.
არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი ავტომატურად კარანტინში იქნება გადაყვანილი.