საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ გვიან ღამით მას განმეორებით უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში covid-19-ისგან სულ 21 პაციენტია გამოჯანმრთელებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით ბოლო გამოჯანმრთელებული პაციენტი საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებს.