დღეს დილის 8 საათიდან ავტობუსების და მეტროს მუშაობა აიკრძალა

31 მარტი 2020, 10:28 1740 ნახვა

დღეს დილის რვა საათიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ხოლო დღეს 21 საათიდან ამოქმედდება კომენდანტის საათი დილის 6 საათამდე, კარანტინიც და კომენდანტის საათიც, საგანაგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე გაგრძელდება.

კარანტინის დროს იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტის ავტობუსისა და მეტროს მუშაობა, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსებით, თუმცა მანქანაში არ უნდა იჯდეს სამ პირზე მეტი და 2 აუცილებლად უნდა იყოს უკანა სავარძელზე, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იკრძალება გარეთ გამოსვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი მიდიან უახლოეს აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში ან სამედიცინო დაწესებულებაში. იმ პირებს ვისაც გადაადგილება არ შეუძლიათ მათ ყველა საჭირო პროდუქტს სხვადასხვა უწყებები მიუტანენ.  ასევე იკრძალება სამ პირზე მეტის შეკრება,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქალაქეები იმყოფებიან მაღაზიაში ან აფთიაქში, მაგრამ დაცული უნდა იყოს 2 მეტრი სოციალური დისტანცია. 

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან 3000 ლარით და იურიდიული პირის შემთხვევაში 15 ათასი ლარით. კომენდანტის საათის განმვალობაში გარეთ მოძრაობა აკრძალულია, კონტროლს ძალოვანი უწყებები განახორციელებენ.ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი