საქართველოში 100 ინფიცირებულიდან ერთი ექიმია - გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 18:30 2353 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით,  სამედიცინო სექტორის თანამშრომელი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

''უკვე გვყავს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, დინამიკა ინფიცირებულების ზრდის არის შემაშფოთებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები – მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული, ყოველდღიური, 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი