აჭარაში 7 000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. პროდუქტები ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს და მარტოხელა პენსიონერებს.
დარიგების პროცესში 300 მოხალისეა ჩართული. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე თანხა გამოიყო.