პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.
96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.
განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.