ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 19 პირი 3000 ლარით დააჯარიმეს

28 მარტი 2020, 22:35 1841 ნახვა

ბოლნისში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 19 პირი 3000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს. უწყების განცხადებაში წერია, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დაღვევისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირების დაჯარიმების ეს პირველი შემთხვევაა.

მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს  დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები.

საგანგებო მდგომარეობის, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით.

განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი