ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 6 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა.
ბათუმის ინფექციურში მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ დრომდე 3 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 ინფიცირებულია კლინიკა "მედალფაში".
საქართველოში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა დადასტურებული.