ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. განცხადებაში წერია,რომ თანხით დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა.