მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საველე ჰოსპიტლებში საეჭვო სიმპტომებით 8 პაციენტია მოთავსებული. მათი ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.
ორივე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ჩაკეტილია შესასვლელები, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ.