''სამშენებლო სექტორში დაავადების გავრცელების ძალიან დაბალი რისკებია და ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ პროექტებს'' - მაია ცქიტიშვილი

28 მარტი 2020, 12:17 1535 ნახვა

“ეპიდემიოლოგებთან ერთად შევთანხმდით, რომ სამშენებლო სექტორში დაავადების გავრცელების ძალიან დაბალი რისკებია და ეკონომიკის მდგომარეობიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ პროექტებს, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის და წესის დაცვით. მთავრობა ვალდებულია, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკის ჯანმრთელობაზეც“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  მაია ცქიტიშვილმა.

იგი მოადგილეებთან ერთად, მსხვილი სამშენებლო კომპანიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რამაც პანდემიის პირობებში, შესაძლოა პროექტების განხორციელება შეაფერხოს.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა და მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემებით, 400 მილიონ ლარზე მეტი პროექტის დაფინანსება მოხერხდა. პროცესი შეფერხდა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს. ვიცეპრემიერმა სამშენებლო ბიზნეს-სექტორს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტულად მშენებლობისთვის გაწერილი რეკომენდაციები გააცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი