თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის წინ, მარნეულიდან გადაყვანილი ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით გადაივანეს და მოლოდინი იყო, რომ ვირუსი ჰქონდა. მას ტესტირება ჩაუტარდა და ის უარყოფითია.
„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა აქვე ვთქვა, რომ ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და თქვა, რომ დედას ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. იქ არის, მარნეულში დედა“, - განაცხადა ექიმმა.