დღეიდან საკარანტინო ზომები ამოქმედდა კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში. დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის არმქონე პირებს.
ამის გარდა დაიხურება დაწესებულებების ძირითადი ნაწილი და იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მასობრივი ღონისძიებების ჩატარება. შეზღუდვები 7 აპრილამდე გაგრძელდება.
ეპიდსიტუაციის გამო ზომებს ამკაცრებს ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმიც.ე.წ. უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის დამრღვევებს აფრთხილებს, რომ ყველა ე.წ. დამრღვევი, ვისაც „მესაზღვრეები დააკავებენ, იქნებიან გადაყვანილი კარანტინში სამედიცინო დაწესებულებაში.