ახალშენის ფერისცვალების ტაძარში დეზინფექცია ჩატარდა და სპეციალური მონიშვნები გაკეთდა

25 მარტი 2020, 11:06 5290 ნახვა

ახალშენის ფერიცვალების ტაძარში გუშინ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. დღეს კი ტაძრის ეზოში საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით დადგენილი მონიშვნები გაკეთდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ  პრემიერ-მინისტრის განცხადებით 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდა. ამის შესახებ  გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასევე გაიცა სოციალური დისტანციის დაცვის რეკომენდაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი