რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში ბერლინიდან სპეციალური ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 182 მოქალაქე ჩამოიყვანეს.
არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი ავტომატურად კარანტინში იქნება გადაყვანილი.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.