მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა - გიორგი გახარია

23 მარტი 2020, 00:20 3343 ნახვა

ქვემო ქართლში, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა - გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. 

განცხადება პრემიერ მინისტრმა საგანგებო ბრიგინგზე გააკეთა. 

"დღეს გვქონდა რთული შემთხვევა მარნეულში, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს,  შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიებაზე მოხდა, ამიტომ დადგენილი 90 კონტაქტი არაფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია დამივიღეთ გადაწყვეტილება, მარნეულის და ბოლნისის მუნიციალიტეტებში კარანტინი გამოცხადდეს. იზღუდება შესვლა და გამოსვლა, შეზღუდული იქნება გადაადგილებაც, გარდა კვების ობიექტებისა და წამლების შეძენის დროს" -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

22 მარტს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეს, 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუფიქსირდა. ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა და კლინიკას მიაკითხავდა, ქალს 100-მდე პირთან  ჰქონდა კონტაქტი. 

კარანტინშია ყველა საკონტაქტო პირი, რომლის დადგენა შესაძლებელი გახდა, მათ შორის კლინიკის თანამშრომლები, რომელებსაც პაციენტმა მარნეულში მიმართა დასახმარებლად. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი