საქართველოში კარანტინში მყოფთა რიცხვი 2 956-მდე გაიზარდა

22 მარტი 2020, 15:58 2149 ნახვა

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 54 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 3.კარანტინის რეჟიმში 2 956 ადამიანია,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი მარნეულის საავადმყოფოში დადასტურდა.

2 კი ახალი შემთხვევაა, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად გახდა ცნობილი და საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ. დანარჩენი პაციენტები კი, ინფექციურ საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტებთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდნენ.

აჭარაში 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტია მოთავსებული ანალიზის პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში