ბათუმში მოხალისეთა ცენტრი იხსნება

22 მარტი 2020, 13:12 2144 ნახვა

ბათუმში მოხალისეთა ცენტრი იხსნება.  „აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“ ვებგვერდზე 300-ზე  მეტი ადამიანი უკვე დარეგისტრირდა.  ისინი  სამედიცინო შემოწმებას  და სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, რის შემდეგაც მოხალისეებად მუშაობას შეძლებენ.

მოხალისეობრივი ჯგუფი სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასახმარებლად იქმნება.  ახალგაზრდები საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებს ოჯახებში დაარიგებენ.  დახმარების მსურველებმა   ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრს  უნდა მიმართონ.

"რეგისტრაცია გრძელდება და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ პროცესებში აქტიურად ერთვება. მოხალისედ  დარეგისტრირება 18-დან 40 წლამდე ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. მთავარი მიზანი იქნება მოწყვლად ჯგუფებზე დახმარება. მოხალისეები საკვებსა და მედიკამენტებს სახლებში მიუტანენ." - განაცხადა აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძემ.

https://www.facebook.com/youthregionalcenter/?epa=SEARCH_BOX

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfXzmQVmYxPjEw03hCR7qxwY-4EgciJ-uAiXoaE4W8KsDq_Hw/viewform?fbclid=IwAR1AH_4eX5OCT4kMHPJ1MuxziqCKI1Gkk6sAAsjbSfO7jTi7tJHLIh8cmuc

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი