ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.
მისი განმარტებით, განმეორებითმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.