საქარველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54 გახდა

22 მარტი 2020, 10:30 4763 ნახვა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში  54 მდე გაიზარდა,  კარანტინში 2956, სტაციონარში კი 291 ადამიანი იმყოფება.3 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თბილისი ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით  ხუთი ახალი პაციენტიდან ორი ინფექციურ საავადმყოფოშია , ერთი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდანაა, მეორე კი არასრულწლოვანია. 

რაც შეეხება აჭარას  , ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში  ინფიცირებული 3 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთს ვირუსი  გუშინ საღამოს  დაუდასტურდა, ეს არის მექსიკური წარმოშობის  საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც  საბერძნეთიდან შემოვიდა,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით  ის  ქვეყანაში არ შემოუშვეს ,თუმცა იქედან გამომდინარე ,რომ ფრენები აღარ არის უკან გაბრუნება ვერ მოხერხდა და კარანტინში გადაიყვანეს ,სიმპტომების გამოვლენის შემდეგ , კი  საავადმყოფოში მოათავსეს.

მედიკოსების ინფორმაციით   სამივე ინფიცირებულის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში