შემოსავლების სამსახურის განმარტება

21 მარტი 2020, 15:30 832 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ აკეთებს დეტალურ განმარტებას გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ტურისტულ სექტორში საქმიანობენ,  ასევე იმ ბიზნეს  სუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.   

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, ექნებათ შეღავათით სარგებლობის უფლება.

16 მარტიდან შესაბამისი განცხადებით შემოსავლების სამსახურს უკვე მიმართა 400-ზე მეტმა გადამხდელმა, რომელთა მიმართ დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი