საქართველოს ლევილის მამული გადმოეცემა

23 სექტემბერი 2016, 00:00 3863 ნახვა

25 წლის შემდეგ დღეს საფრანგეთში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდება 25 წლიანი ისტორიული პროცესი და მამული ქართველ ხალხს დაუბრუნდება. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს ხელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ხოლო ფრანგული მხრიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახები მოაწერენ.ცერემონიას საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში