„ძალიან ხშირად ხდება, რომ არ ითვალისწინებენ საპატრიარქოს აზრს“- ასე გამოეხმაურა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პრეზიდენტის მიერ დეკანონზ მამალაძის შეწყელებაზე უარს და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასულიერო პირის პატიმრობაში დატოვების შესახებ.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქომ მიმართა პრეზიდენტის შეწყალების შუამდგომლობით სხვა შესაძლებლობა კი ეკლესიას არ აქვს.
დეკანოზი ჯაღმაიძე სიცრუეს უწოდებს გიორგი მამალაძის ძმის განცხადებას, რომ სასამართლომ და პრეზიდენტმა საპატრიარქოს ფარული დავალება შეასრულა. შეგახსენებთ, 17 მარტს, გიორგი მამალაძეს მოსამართლემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად სასჯელი არ შეუმსუბუქა და იგი პატიმრობაში დატოვა.