აჭარის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს, საკვებ პროდუქტებს სახლში გადასცემენ. მშობლებს საბავშვო ბაღებიდან კუთვნილი ულუფების წაღება ორშაბათიდან, 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თუმცა ხელვაჩაურის მერიაში ამბობენ, რომ საკვებს თავიანთი ძალებით დაარიგებენ. საკვები პროდუქტის რაოდენობა აღსაზრდელების 1 თვის რაციონს მოიცავს.