ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ "რემდესივირს" გამოიყენებენ - ამირან გამყრელიძე

19 მარტი 2020, 14:27 2987 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ კომპანია გილეარდს მიმართაა თხოვნით, რომ პრეპარატ „რემდესივირის“ გარკვეული რაოდენობა გადმოსცეს, იმისათვის, რომ საქართველოს ქონდეს მარაგში ეს პრეპარატი.

"ეს პრეპარატი ჩინელებმა ძალიან აქტიურად გამოიყენეს თავიანთი ავადმყოფების მკურნალობისას. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მრავალი ანტივურუსული პრეპარატის გამოყენება ჩინეთში და მიმდინარეობს დღესაც, იგივე შიდსის საწაინააღმდეგო პრეპარატების, ხლოროხინის, ინტერფერონის, რიბავირინის და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას იყენებენ. რაც შეეხება დასახელებულ პრეპარატს, ეს პრეპარატი გახლავთ სწორედ იმ კომპანიის, რომელთანაც საქართველო აქტიურად თანამშრომლობს C ჰეპატიტთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი უმძლავრესი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია და საქართველოს მთავრობამ მიმართა თხოვნით, რომ გარკვეული რაოდენობა ამ პრეპარატებისა იყოს გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, ეს მოთხოვნა ჩვენთვის დაკმაყოფილდება და ე.წ. სარეზერვო მარაგში ეს პრეპარატი გვექნება. მას აქვს თავისი ჩვენებები, ვის უნდა დაენიშნოს, როგორ და ა.შ. ჩვენი ექიმები ამას გამოიყენებენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დილის მონაცემებით კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. 30 იანვრიდან მოყოლებული იყო 981 შესაძლო შემთხვევა და აქედან დადასტურდა მხოლოდ 40, ეს გახლდათ შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდნენ ჩაღრმავებულ კვლევებს და აქედან 40 შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში