ხვალ და ზეგ აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

19 მარტი 2020, 10:57 660 ნახვა

ხვალ და ზეგ აჭარაში დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა - სანაპირო კურორტებზე +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს, მთაში +4, +6 გრადუსი იქნება.

კონკრეტულად ხვალ 20 მარტს:

ბათუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3 დღისით +10 გრადუსი.

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15- მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +10

შუახევი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +8

ხულო - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით 0 დღისით +5

ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +2 დღისით +7

გოდერძის უღელტეხილი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -4 დღისით +2.

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში