დღეიდან მგზავრებს სამარშრუტო მიკროავტობუსები აღარ ემსახურება. ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები მოძრაობენ, რომლებიც დღეს გადატვირთული იყო, მგზავრები ამბობენ, რომ კორონავირუსის პრევენცია ასე შეუძლებელია.
ასევე შეწყდა საქალაქთაშორისო მიკრო ავტობუსების მოძრაობაც. აჭარის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლები სატრანსპორტო საშუალების გარეშე დარჩნენ, ისინი სამსახურში მისვლას ვერ ახერხებენ.