გზის პრობლემა, დასაქმება, ინფრასტრუქტურული პრობლემები, გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მოგვიანებით, ზურაბ პატარაძემ ჭვანის მოსახლეობას `ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში წარუდგინა. პარტიის წარმომადგენლებმა განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.