სურსათზე ფასების სპეკულატიური ზრდის შემთხვევაში სამართალდამცველები რეაგირებას მოახდენენ - ლევან დავითაშვილი

18 მარტი 2020, 17:22 1551 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

„თუ იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, კრიტიკულ ვითარებაში, კრიზისების პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დავითაშვილის თქმით, ქვეყნას სასურსათე მარაგების საჭირო რაოდენობა აქვს და პანიკის მიზეზი არ არსებობს.

„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რათა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის სავალუტო რისკები, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. პირველადი მოხმარების, ყველაზე კრიტიკულად მოთხოვნად, ყველაზე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტებზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამინისტრო მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს კომუნიკაციას ყველა რგოლთან, ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან, რათა სურსათის მომარაგება ან პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებას რაიმე საფრთხე არ შეექმნას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად გაზრდილი მოთხოვნა დღეს არის ბრინჯზე,მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ხორბალზე, შაქარზე, ფქვილზე, რძის ფხვნილსა და მისგან წარმოებულ პროდუქტებზე სწორედ ასე ჩვენ მოვახერხებთ მათზე ფასის მერყეობის დაზღვევას"- აღნიშნა  ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი