ბავშვები ისევ რჩებიან ვირუსისადმი დაბალი რისკის მქონე პირებად - პაატა იმნაძე

18 მარტი 2020, 13:54 1389 ნახვა

"ბავშვები საბედნიეროდ ისევ რჩებიან დაბალი რისკის მქონე დაავადების მიმღებლობასთან და სიმძიმესთან დაკავშირებით, თუმცა ისინი რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით. მათ მარტივად გადააქვთ ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი გავრცელების წყარო იგივე ბაბუებისა და ბებიებისთვის"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

ბავშვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დღეს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმაც. მარინა ეზუგბაიას განმარტებით კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 4 არასრულწლოვანი რჩება.

"4 არასრულწლოვანი რჩება კლინიკაში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა. ეს შეიძლება ჩაითვალოს მაღალ პროცენტად , მაგრამ თუ არ შემოგვემატება ეს გათანაბრდება სავარაუდოდ სხვა ქვეყნებს"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი