ორგანიზაცია „მე მიყვარს ბათუმი“ საქართველოს ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ტექნიკურ უზრუნველყოფას დაუყოვნებლად მოითხოვენ. მათი თქმით, კორონა ვირუსის გავრცელების შემთხვევაში საკარანტინო ზონების დეფიციტი შეიქმნება.
როგორც განცხადებაში წერია, მათ ეჭვი აქვთ რომ შენობის ინვენტარიზაცია ხელოვნურად ფერხდება. მიმართვა საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით ცოტა ხნის წინ გავრცელდა.