ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მერიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. საკითხი მოსახლეობისათვის გაგზავნილს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ეხება, რომელშიც საუბარია ჟილინის არხის რეაბილიტაციის დასრულებაზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე აცხადებს, რომ რეალურად სამუშაოები დასრულებული არ რის და საკითხზე მერიისგან განმარტებას ითხოვს.