ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკას სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 ორთაბრძოლა მოიგო, რაც მიმდინარე ჰარუ ბაშოზე პირველად მოხდა. დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტამავაშის სძლია.
ტოჩინოშინს 3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო შეხვედრას აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგირიუსთან გამართავს. ქართველი სეკიტორი წოდებაში მხოლოდ მაშინ დაწინაურდება, თუკი მინიმალურ დადებით ბალანსს 8 გამარჯვებას მაინც დააფიქსირებს.