იცავენ თუ არა რეკომენდაციებს მაჭახლის ხეობაში არსებული საოჯახო სასტუმროები?

15 მარტი 2020, 12:05 1238 ნახვა

კორონავირუსის ფონზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციებით მოქმედებენ მაჭახლის ხეობაში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებიც უცხოელ ტურისტებს მასპინძლობენ. ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ჰიგიენას მაქსიმალურად იცავენ, თუმცა ვირუსთან საბრძოლველად სხვა რა სახის ზომები უნდა გაატარონ, არ იციან. დეტალური ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია.

მცირე რაოდენობით, თუმცა ვიზიტორები მაჭახლის ხეობას მაინც ჰყავს. იქ არსებული დაცული ტერიტორიის გამო ხეობა უცხოელ ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ხეობაში მოქმედებს მუზეუმიც, რომელიც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დროებით დაკეტილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი