“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ” მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა

14 მარტი 2020, 12:46 1800 ნახვა

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამჯერად აჭარის მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის გათავისუფლებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პროცესი შეფასებულია, როგორც პოლიტიკური ზეწოლა: “პარასკევს საღამოს გათავისუფლებები ტრადიციად იქცა აჭარის ტელევიზიისთვის. ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, რომელიც ახმოვანებდა საზოგადოებრივი მაუწყებელის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”  მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“.

აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე მესამედ გამოეხმაურა. მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ტელევიზიიდან 13 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს გაათავისუფლეს.ბრძანებაში წერია, რომ გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება. ასევე საყვედური გამოუცხადეს  რადიოსა და ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის რედაქტორებს მაია მერკვილაძესა და ცირა სურმანიძეს.

ბრძანების მიხედვით ცირა სურმანიძე და მაია მერკვილაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელზე ახორციელებდა ზეწოლას და ბულინგს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი