დღეიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება.
საქართველოს „სომხეთის და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების შეთანხმების თანახმად მხარეები უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას. ცნობისთვის, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.