პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა გამოჯანმრთელდა

14 მარტი 2020, 11:13 2308 ნახვა

პირველი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა,  ბოლოს ჩატარებული ტესტის მიხედვით, გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს  სამედიცინო დირექტორის  განცხადებით, მას  24 საათში  ტესტი ისევ  ჩაუტარდება  და ამის შემდეგ  დადასტურდება მისი  საბოლოოდ განკურნება.  ამჟამად თბილისის ინფექციურ  საავადმყოფოში   44 ადამიანია მოთავსებული  მათგან 22-ს  კორონავირუსი აქვს . ჯამში კი საქართველოში  კორონავირუსის 25  შემთხვევაა დადასტურებული.  

რაც შეეხება აჭარას. ბათუმში კარანტინში 30-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 70-მდე პირი იმყოფება. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში  გუშინ ღამით 3 პირი გადაიყვანეს, ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. მათ იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი