„საზოგადოება მაუწყებლის გადასარჩენად” - სოლიდარობის კამპანია

13 მარტი 2020, 18:34 2115 ნახვა

„საზოგადოება მაუწყებლის გადასარჩენად“ - ამ სახელწოდებით ფეისბუქზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მისამართით სოლიდარობის  კამპანია დაიწყო. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. დღეს 19 საათზე  საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ  საპროტესტო  აქცია იყო  დაანონსებული, თუმცა  კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო ორგანიზატორები მხარდამჭერებს  მოუწოდებენ  ჩაწერონ ვიდეო მიმართვა და გაავრცელონ საკუთარ ფეისბუქ  გვერდზე, მიკრობლოგზე, ან კამპანიის ოფიციალურ გვერდზე. კამპანიის ფბ გვერდზე ვკითხულობთ, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მიერ  წარმოებული საკადრო  პოლიტიკა  ეწინააღმდეგება  საზოგადოებრივი  მაუწყებლის იდეას, მაუწყებლის სარედაქციო
დამოუკიდებლობას.   საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებით მათთვის,  ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თავისუფალი სახელისუფლებო და ნებისმიერი სხვა სახის გავლენებისგან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მოუწოდებენ, შეუერთდნენ ონლაინ კამპანიას და ამით გამოხატონ საკუთარი მხარდაჭერა. კამპანიას ხელს 8 საზოგადოებრივი ორგანიზაცია აწერს. ცნობისთვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის თანამშრომლების ნაწილი  გაფიცვისთვის ემზადება. ამჟამად მიმიდნარეობს მედიაციის პროცესი. როგორც იცით მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მოადგილე რადიოში  გადაიყვანეს, 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე კი ეთერიდან მოხსნეს.  შორენა ღლონტი, მაია მერკვილაძე და თეონა ბაკურიძე მაუწყებლის დირექტორს სასამართლოში უჩივიან, მათ სამართლებრივ მხარდაჭერას, არასამთავრობო ორგანიზაცია EMC და საია უზრუნველყოფენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი